ზიმბაბვეში ტურისტებში ყველაზე ცნობილი ლომი მოკლეს

ზიმბაბვეში ტურისტებში ყველაზე ცნობილი ლომი მოკლესსესილს აღმნიშვნელი შავი ლაქა ჰქონდა ფაფარზე.
მონადირემ, სავარაუდოდ, 55 ათასი დოლარი ქრთამი გადაუხდა ზოოპარკის ადმინისტრაციას, რომ ლომი მოეკლა.
ადგილობრივი მონადირის თქმით, ლომის მოკვლაში ეჭვმიტანილია ესპანელი. ლომი, მეტსახელად სესილი, ისრით არის დაჭრილი, შემდეგ კი ტყვია აქვს ნასროლი. ამის შემდეგ კი, მას თავი მოაჭრეს და გაატყავეს – ამბობს მონადირე როდრიგესი.
13 წლის ლომი ზიმბაბვეს ხვანგის ტურისტული პარკის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა იყო.
ისევე, როგორც ბევრი აფრიკული ქვეყანა, ზიმბაბვეც არალეგალური ნადირობის წინააღმდეგია, რომელიც იშვიათი სახეობების გადაშენების ერთ-ერი მიზეზია.

ჯონი როდრიგესი, რომელიც ზიმბაბვეს გარემოს დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელია, ამბობს, რომ ისრის გამოყენება მონადირეების ახალი ხერხია, რომ ხმაური არ გამოიწვიონ.
როდრიგესის ვარაუდით, ლომი ტყვიით დაჭრიდან დაახლოებით 40 საათი დარბოდა და მხოლოდ შემდეგ მოკვდა.

მტაცებელს საყელოზე ადგილმდებარეობის სისტემური კონტროლი ეკეთა , რომელიც მას ოქსფორდის საკვლევი პროექტის ფარგლებში მიენიჭა. “სესილის ბოკვერები ახლა მოკლულები იქნებიან, რადგანაც ახალი ძუ ლომი მათ გაანადგურებდა” – ამბობს როდრიგესი.
მისი თქმით, სესილის სიკვდილი დიდი ტრაგედიაა.
“ის არავის აწუხებდა და ერთ-ერთი ულამაზესი ცხოველი იყო, რომელზე ყურებაც მუდმივად გიხაროდა” – ამბობს ჯონი როდრიგესი.

ზიმბაბვეში ტურისტებში ყველაზე ცნობილი ლომი მოკლეს

banner
წინა სტატიაშირუსმა ბანკირმა ნემცოვის საქმეზე ჩვენების მიცემაზე თანხმობა განაცხადა
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია