ზვიად ძიძიგური – 26 მაისს აღლუმი არ ყოფილა არც შარშან, არც შარშანწინ და არ იქნება არც მომავალ წელს

26 მაისი უნდა იყოს სახალხო ზეიმი და არა მილიტარისტული დემონსტრაცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა.
მისი თქმით, ის ფორმა რა ფორმაც დამკვიდრდა ახალი ხელისუფლების პერიოდში 26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებით, არის სრულიად მისაღები და სწორი.
“აღლუმი არ იქნება არც ამ 26 მაისს და აღლუმი არ ყოფილა არ შარშან და არც შარშანწინ და არ იქნება არც მომავალ წელს. ჩვენ აღლუმებს არ ვატარებთ, ჩვენ არავის კუნთებს არ ვუჩვენებთ. თავდაცვის სამინისტრო მონაწილეობას იღებს საზეიმო ღონისძიებებში ხალხთან ერთად და ეს ძალიან კარგია. 26 მაისი არის სახალხო ზეიმი და არა მილიტარისტული დემონსტრაცია”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიაში იმყოფება
შემდეგი სტატიაქართველი კონსერვატორები კონსერვატორ რეფორმატორთა ახალი ბორდის არჩევაში მიიღებენ მონაწილეობას