ზვიად ძიძიგური: ეს ყველაფერი ემსახურება ერთ მიზანს, რომ გამოიწვიონ სამოქალაქო დაძაბულობა

მმართველმა გუნდმა პარლამენტში რუსთავი 2-ისა და მედიასაშუალებების მიმართ განხორციელებული ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებულ განცხადების პროექტს მხარი არ დაუჭირა. ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ საქმე კერძო დავასთან გვაქვს და ატეხილი აჟიოტაჟი მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში შედის.

„ძალიან კარგად იციან ჩვენმა ოპონენტებმა, რომ ეს არის კერძო დავა. ეს ყველაფერი ემსახურება მათი მხრიდან ერთ მიზანს, რომ გამოიწვიონ სამოქალაქო დაძაბულობა და შემდეგ თვითონ ნახონ ხეირი. ეს არის ძალიან ცუდად გათვლილი სტრატეგია ან ტაქტიკა და ეს ძალიან გავს სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი პოლიტიკური ძალის მიერ დაგეგმილ თემას,“ – აცხადებს ზვიად ძიძიგური.

ზვიად ძიძიგურის პოზიციას იზიარებს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც, თუმცა განსხვავებული აზრი აქვს რესპუბლიკური ფრაქციის წევრ თამარ კორძაიას. ის ნაციონალურ მოძრაობის განცხადებას მხარს არ უჭერს, მაგრამ ამბობს, რომ რუსთავი 2-ის საქმე მხოლოდ ერთი კომპანიას არ ეხება.

 

banner
წინა სტატიაშიფატუ ბენსუდა: დანაშაულად მიგვაჩნია საქართველოს სამშვიდობო ძალების მიერ რუსეთის სამშვიდობოებზე იერიშის მიტანა
შემდეგი სტატიაფატუ ბენსუდა: ჩემი ქმედება იქნება სრულიად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი”