ზვიად ქაწაშვილი – მეხანძრე-მაშველები დიდუბეში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაკარგულ რამდენიმე პირს ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ზვიად ქაწაშვილის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები დიდუბეში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაკარგულ რამდენიმე პირს ეძებენ.
როგორც ქაწაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არ არის გამორიცხული, რომ საწყობში მომუშავე პირთაგან ერთი ან ორი დაკარგული იყოს.
რაც შეეხება გუდაუთის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს, ცეცხლი თითქმის ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხანძრის ადგილზე 28 მანქანა და 125 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მისივე განმარტებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი, წინასწარი ვარაუდით, დაუდევრობა გახდა.
სიტუაციის გასაცნობად ადგილზე იმყოფება თბილისის მერი დავით ნარმანია, რომელმაც ხანძრის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ დიდუბის გამგებლის, ირმა ზავრადაშვილისგან მოისმინა.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო სიტუაციების სააგენტო ხანძრის შედეგად მომწამლავი ნივთიერების გავრცელების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს
შემდეგი სტატიაგუდაუთის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია