ზვიად სიჭინავას უეფამ 10-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა

ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს ტოვებს

ზვიად სიჭინავას უეფამ 10-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრაიმტაიმი ავრცელებს.

გაზეთის ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ზვიად სიჭინავას სამსახური უეფაში შესთავაზა. თუ სიჭინავა შეთავაზებას დათანხმდება, ის უწყებასთან 10-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

არჩევნებამდე სიჭინავა პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს, მანამდე კი ფედერაციაში აუდიტი შევა და დასკვნას გამოაქვეყნებს.

banner
წინა სტატიაშისპორტული ჩინოვნიკები დოპინგის შესახებ ინფორმაციას მალავენ
შემდეგი სტატიაკლინტონმა ჯებ ბუში ერაყის გამო გააკრიტიკა