ზვიად კვაჭანტირაძე: პრეზიდენტის გამოსვლაში აქცენტები ცოტა გადამეტებულად იყო გაკეთებული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა

პრეზიდენტი საკმაოდ აღელვებული მომეჩვენა, მის გამოსვლაში აქცენტები მაინც ცოტა გადამეტებულად იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.

“მოვუსმინე პრეზიდენტის განცხადებას, რომელსაც მოჰყვა ზარები პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. მე პრეზიდენტი საკმაოდ აღელვებული მომეჩვენა. მომეჩვენა, რომ მის გამოსვლაში აქცენტები მაინც ცოტა გადამეტებულად იყო გაკეთებული. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რის საფუძველზე, რომელი მოტივაციიდან შეიძლება დღეს ვისაუბროთ, რომ საქართველოში კონსტიტუციურ წესრიგს რაიმე საფრთხე ელოდება. ელემენტარულად, ნებისმიერ იურისტს შეუძლია განმარტოს, რას ნიშნავს კონსტიტუციური წესრიგი. მისი საფრთხის არანაირი ნიშანწყალი დღეს ქვეყანაში არ არსებობს. აქედან გამომდინარე, თუ ამაზე ზრუნვაა მოტივაცია პრეზიდენტის საკმაოდ ემოციური გამოსვლის, მიმაჩნია, რომ ეს არასწორი იყო”-აღნიშნა კვაჭანტირაძემ.
მისივე თქმით, რა თქმა უნდა, იქნებიან კომუნიკაციაში პრეზიდენტთან. “შევეცდებით, ჩვენი აზრი კიდევ უფრო მეტად განვმარტოთ, რომელიც ძალიან მარტივ ჭეშმარიტებაშია – ჩვენ არც ერთ შემთხვევაში კერძო დავაში არ ჩავერევით. მოგბეზრდათ ამის მოსმენა თუ არა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის კერძო დავა ორ მფლობელს შორის. მიგვაჩნია, რომ რანაირი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, სიტყვის თავისუფლებას “რუსთავი2″-ზე არანაირი საფრთხე არ უნდა შეექმნას. დარწმუნებული ვარ, რომ არც შეექმნება. ჩვენ ვიქნებით გარანტი, რომ ეს ასე იქნება და არა სხვანაირად. პროცესები არ მიმდინარეობს ისე, როგორც ამის დრამატიზება და მანიპულირება ხდება. ყველაფერი დასრულდება ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია”, – განუცხადა ჟურნალისტებს კვაჭანტირაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ინფორმაციის მიმწოდებელი მაღალი თანამდებობის პირი არ არის
შემდეგი სტატია“პროკურატურის სამუშაო მაგიდაზე დადოს ყველა გვარი და სახელი, ყველა ფაქტი მუქარის დამადასტურებელი”- თეა წულუკიაი ნიკა გვარამიას მიმართავს