ზვიად გამსახურდია ლურჯი „მერსედესით“ არ სარგებლობდა-კონსტანტინე გამსახურდია

ზვიად გამსახურდია ლურჯი „მერსედესით“ არ სარგებლობდა-კონსტანტინე გამსახურდია

ზვიად გამსახურდია ლურჯი „მერსედესით“ არ სარგებლობდა-კონსტანტინე გამსახურდიასაქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი კოსტანტინე გამსახურდია, „myauto” -ზე გამოქვეყნებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ავტომობილი ლურჯი „მერსედეს ბენცი“ იყიდება, რომელიც საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას ეკუთვნოდა.

კოსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, ზვიად გამსახურდია ლურჯი „მერსედესით“ არ სარგებლობდა და მანქანა, რომელიც იყიდება, მისთვის უცნობია.

„მანქანა, რომელიც აზერბაიჯანში იყიდება, როგორც ზვიად გამსახურდიას ყოფილი მანქანა, არის SL კლასის ლურჯი ფერის მანქანა, ის ჯავშანმანქანას არ ჰგავს. მისი ფერიც პრეზიდენტის მანქანის ფერს არ ემთხვევა. ის „მერსედესები“ რომელიც პრეზიდენტის ესკორტში იყო, ერთი მუქი ნაცრისფერი, მეორე კი ღია მწვანე ფერის იყო”,- განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

როგორც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილმა „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, პრეზიდენტისთვის 1991 წელს შეძენილი ორივე „მერსედესი“ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდის ჩათვლით, სახელმწიფო ესკორტის სპეციალურ სადგომზე იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიგამოფხიზლდით, ახალმა წლებმა უკვე ჩაიარა და გააკეთეთ საქმე”–ნიკა მელია
შემდეგი სტატია“არანაირი მოლაპარაკება, ეს გამორიცხულია”- პაატა ზაქარეიშვილმა.