ზესტაფონში მამაკაცმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

ზესტაფონის რაიონში მამაკაცმა პირი ამოიკერა.

სოფელ შორაპნის მკვიდრის, ჯაბა კვინიკაძის დედის განმარტებით, პროტესტის მიზეზი გამგეობის ქმედებებია.

ოჯახი საკუთარი სახლის გვერდით ცხოველების სადგომში ცხოვრობს და ლეილა კვინიკაძის თქმით, ჯაბა კვინიკაძემ დახმარებისთვის ხელისუფლებს გუშინ მიმართა. თუმცა, მას ყურადღება არ მიაქციეს.

შორაპნის მკვიდრი სწორედ საცხოვრებელად უვარგისი, 2 წლის წინ დამწვარი, სახლის გადახურვას და ავადმყოფი დედის მედიკამენტების ხარჯების დაფარვას ითხოვს.

ადგილზე მდგომარეობას რაიონის საკრებულოს წევრი გაეცნო.

კობა გოჩალეიშვილის განცხადებით, სოფელში კიდევ 5 ოჯახი საჭიროებს მსგავს დახმარებას და დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ გამგეობა მათ საქმეებს შეისწავლის.

banner
წინა სტატიაშიზურაბ კვარცხელია მიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატიასითი პარკის გაუქმების მოთხოვნით აქცია გაიმართა