ზემანი: პუტინი თვითმკვლელი არ არის, რომ ბალტიის ქვეყნებს თავს დაესხას

ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა „ასოშეითედ პრესთან“ საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი თვითმკვლელი არ არის და სრულიად აცნობიერებს შესაძლო შედეგებს იმ შემთხვევაში, თუკი ის ბალტიის ქვეყნებს თავს დაესხმევა.
ზემენმა უკრაინის კონფლიქტსა და რუსეთის როლზე ამ კონფლიქტში ისაუბრა. ჩეხეთის ლიდერის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინის ანექსია რუსეთისთვის ეკონომიკურად არ არის მომგებიანი.
რამდენიმე ხნის წინ ჩეხეთის მთავრობამ პრეზიდენტ მილოშ ზემენის მოსკოვში გამგზავრება დადებითად შეაფასა, რომელიც 9 მაისს, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 70- წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაემგზავრება.
ამასთანავე, საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუბიმირ ზაორალეკის თქმით, ჩეხეთის პრეზიდენტი სამხედრო მსვლელობაში მონაწილეობას არ მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ კოსოვოს მოუწოდებს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის ფაქტები გამოიძიოს
შემდეგი სტატიაგურჯაანში გამგებელმა სამსახური დეიდაშვილს, რძალს, ნათლულს და მეგობრებს დააწყებინა