ზაქარია ქუცნაშვილი – წარდგენის შემთხვევაში, გამარჯვების იმედი მაქვს

მათი საქმე არ უნდა იყოს ძროხების საბუთების დევნა,

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენის შემთხვევაში პარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს.
როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არც ერთი საქმე, რომელიც დაუწყია, ბოლომდე მიყვანის გარეშე არ დაუტოვებია.
“ეს არის ბოლო ეტაპი. მე არც ერთი საქმე, რაც დამიწყია, ბოლომდე მიყვანის გარეშე არ დამიტოვებია. ასე, რომ მე იმედი მაქვს, წარდგენის შემთხვევაში იქნება პარლამენტის მხარდაჭერა. საპარლამენტო უმრავლესობაში არის 87 დეპუტატი, ასევე არიან დამოუკიდებელი დეპუტატები, “თავისუფალი დემოკრატების”‘ფრაქცია. შესაბამისად, მე წარდგენის შემთხვევაში, გამარჯვების მიღწევის იმედი ნამდვილად მაქვს”, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.
პრეზიდენტი დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დასახელებულ კანდიდატებს შეხვდა. შეხვედრა, რომელზეც ქვეყნის პირველმა პირმა კანდიდატთა პროგრამები მოისმინა, ავლაბრის რეზიდენციაში 5 საათს გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაში19 წლის ნანა გიგლემიანი ოჯახმა დღეს დაკრძალა.
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო–საატესტაციო კომისიის სხდომაზე ინციდენტი მოხდა