ზაქარია ქუცნაშვილი: უმრავლესობის ლიდერი მისი განცხადებებით საკუთარ დელეგიტიმაციას ახდენს

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

უმრავლესობის ლიდერი მისი განცხადებებით საკუთარ დელეგიტიმაციას ახდენს“ – ასე პასუხობს ზაქარია ქუცნაშვილი დავით საგანელიძის გუშინდელ განცხადებას, რომელმაც ქუცნაშვილს მეტი დაფიქრება, თავშეკავება და გუნდურობისკენ მოუწოდებს.

“ქუცნაშვილი ახალგაზრდა კაცია და ცოტა მეტი დაფიქრება, თავშეკავება და გუნდურობა მართებს. მას, ასევე, სიტყვების მოზომვა მართებს, თორემ შეიძლება ცხოვრებაში ცხვირი წაიმტვრიოს”, – თქვა დავით საგანელიძემ.

მისივე განმარტებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის კრიტერიუმებთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოზე ისაუბრეს და თუკი უმრავლესობის წევრებს კითხვები ან რაიმე სახის უკმაყოფილება ჰქონდათ, ეს მანამდე უნდა გამოეხატათ, ვიდრე ქუცნაშვილი განცხადებას დაწერდა.

ზაქარია ქუცნაშვილი კი მიიჩნერვს, რომ “როდესაც უმრავლესობის ლიდერი საკუთარივე განცხადებაში ხაზგასმით ამბობს ორჯერ, რომ მე არა ვარ ვალდებული ველაპარაკო უმრავლესობის წევრებს, ამით ის ახდენს თავისი თავის დელეგიტიმაციას”.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს
შემდეგი სტატიარაფალიანცის საქმის ხელახალი გამოძიება იწყება?