ზაქარია ქუცნაშვილი: ეს მხოლოდ აფერხებს ცნობისმოყვარე ადამიანების სურვილს, შემოიარონ საქართველო

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

“არგუმენტი, რომ 20-დოლარიანი ვიზის აღების გამო ინვესტორი უარს იტყვის მილიონიან მოგებაზე, არის თითიდან გამოწოვილი,” – ეს განცხადება ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ეს მხოლოდ აფერხებს მასობრივ ტურიზმს ან ცნობისმოყვარე ადამიანების სურვილს, შემოიარონ საქართველო.

ქუცნაშვილი ტურიზმის შესუსტებას საექსპორტო პროდუქციის კლებით ხსნის.

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ პრაქტიკაში კიდევ უფრი მეტი რეგულაცია იქნება შემოსაღები, რათა არ დაირღვეს ევროკავშირის სტანდარტები და ამავე დროს, იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოში ინვესტიციებს ახორციელებენ, არ გახდეს სავიზო რეჟიმი ხელის შემშლელი ფაქტორი.

ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის ხელშეწყობისთვის ახალ სავიზო რეგულაციებს ითვალისწინებს კანონპრექტი, რომელსაც დღეს პარლამენტში განიხილავენ.

საკანონმდებლო ინიციატივა “ნაციონალურ მოძრაობას” ეკუთვნის და დღეს მასზე კომიტეტების დონეზე იმსჯელებენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობამ Microsoft-თან ხელშეკრულება გააფორმა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება შეუსრულებელ სამუშაოებზე