ზამბიის პრეზიდენტი მოსახლეობას ვალუტის კურსი გამო ლოცვისკენ მოუწოდებს…

edgar-lunguზამბიის პრეზიდენტმა ედგარ ლუნგუმ საკუთარ მოსახლეობას ნაციონალურ დღესასწაულზე, 18 ოქტომბერს, ეროვნული ვალუტის კვაჩას კურსის აღდგენის გამო ლოცვისკენ მოუწოდა…

პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 18 ოქტომბერს ზამბიაში დაიკეტება ბარები, რესტორნები და გასართობი ორგანიზაციები… გადაიდება ყველა საფეხბურთო მატჩი და ზამბიელები ეკლესიებში საყოველთაო ლოცვას მიეცემიან ეროვნული ვალუტის გადასარჩენად. აღსანიშნავია, რომ 15 მილიონიანი ზამბიის მოსახლეობის 80%  ქრისტიანია.

zambiaBloomberg-ის ცნობით, ზამბიის ეროვნული ვალუტა კვაჩას კურსი დოლართან მიმართებაში, მსოფლიოში რეკორდული მაჩვენებლით, წლის დასაწყისიდან დღემდე 45%-თ დაეცა… რის გამოც გარკვეულ პროდუქტებზე ფასებმა 30-დან 100%-მდე მოიტა, რაც ქვეყნის ეკონომიკას და მოსახლეობას მძიმე ტვირთად დააწვა… ამას დაემატა დიდი გვალვა ზაფხულში, რამაც სიმინდის მოსავალი გასულ წელთან შედარებით 22%-თ შეამცირა… და წყლის დონის დაკლება ზამბიის ჰეს-ში, რის გამოც ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა და დენის გათიშვება დღე-ღამის განმავლობაში 14 საათს მიაღწია. ექსპერტების მონაცემებით, ზამბიის მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ 3,4 %-თ გაუზრდება, რაც ბოლო 17 წლის მანძილზე ამ ქვეყნის მინიმალური მაჩვენებელია.

www.timer.ge

 

 

 

banner
წინა სტატიაშივაშინგტონი პაკისტანის ატომური იარაღით შეშფოთებულია
შემდეგი სტატიაშვედეთში გაუპატიურებული მამაკაცების დახმარების ცენტრი გახსნეს