ზაზა ხატიაშვილი: ტერორსა და რეპრესიებს ველოდები 2016 წლის არჩევნებისთვის

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ ტერორსა და რეპრესიებს განახორციელებს. მისივე თქმით, ივანიშვილს გაუჭირდება არჩევნების მოგება, მაგრამ სატელიტებთან ერთად რომელსაც თავად დააფინანსებს, უმრავლესობას მაინც შექმნის და მინისტრთა კაბინეტს დააკომპლექტებს.

„ტერორსა და რეპრესიებს ველოდები 2016 წლის არჩევნებისთვის. მარტში ან აპრილში ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას ვვარაუდობ. შესაძლოა მან რადიკალურად ვერ შეცვალოს პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ქართულ ოცნებას მნიშვნელოვნად შეავიწროვებს. ბიძინა ივანიშვილს გაუჭირდება არჩევნების მოგება, მაგრამ რამდენიმე სატელიტ პარტიას დააფინანსებს და შეიყვანს პარლამენტში. ,,ქართული ოცნება” მცირე უპირატესობით მოიგებს არჩევნებს, სხვებზე მეტ ხმებს მიიღებს, ამას ეს სატელიტები დაამატეთ და საბოლოოდ იმხელა უმრავლესობა კი ექნებათ, რომ მინისტრთა კაბინეტს ,,ქართული ოცნება” დააკომპლექტებს,“- აცხადებს ზაზა ხატიაშვილი გაზეთ „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი:უსამართლობაზე უსამართლობით პასუხი ყველაზე დიდი უგუნურებაა
შემდეგი სტატიავენეციის კომისიაში გიორგი პაპუაშვილს მინდია უგრეხელიძე შეცვლის