ზაზა ბიბილაშვილი: ხელისუფლების სათავეში კი არიან რუსეთის მონები

11081589_1570955149856153_545471233_nქვეყანას გვამებით მოვაჭრეები მართავენ-ეს განცხადება, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მან შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და ხელისუფელბის გადადგომის აუცილებლობაზე ისაუბრა. ბიბილაშვილის თქმით, აუცილებელია შეიცვალოს ქვეყანაში არსებული ვითარება,რადგან დღეს “უსამართლობას ჰქვია სამართლიანობა, ყველაზე კარგად საქართველოში ცხოვრობენ ცუდი ტიპები, ხელისუფლების სათავეში კი არიან რუსეთის მონები”. ბიბილაშვილმა ბიძინა ივანიშილს “ჯაყო” უწოდა და განაცხადა, რომ მან იაფად იყიდა საქართველო და საკუთარი კეთილდღეობა ხალხის ხარჯზე უზრუნველყო.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: ხელისუფლებას შეეშინდა ჩვენი, ამას აქ სპეცრაზმის რაოდენობა მოწმობს
შემდეგი სტატია“ყველანი გამოვლენ ციხიდან” – გიგა ბოკერია მერაბიშვილს, უგულავას, ახალაიას აქციიდან მიმართავს