ზაზა ბიბილაშვილი: არსებობს ეჭვი, რომ ივანაშვილი „ქართუ ჯგუფისა“ და „გლობალ ტვ“-ის გაკოტრების საქმეში ერთ-ერთი თანამონაწილეა

„რუსთავი 2“- ის ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი არ გამორიცხავს, რომ დაკითხული ექსპერტი შოთა ივანაშვილი ხელისუფლების მძევალია. როგორც ადვოკატმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, არსებობს ეჭვი, რომ ივანაშვილი „ქართუ ჯგუფისა“ და „გლობალ ტვ“-ის გაკოტრების საქმეში ერთ-ერთი თანამონაწილეა.

„არსებობს ეჭვი რომ მან მოახდინა „ქართუ ჯგუფისა“ და „გლობალ ტვ“-ის შეფასება. ამ საქმესთან დაკავშირებით მაშინდელი ოპოზიცია და დღევანდელი ხელისუფლება მას ზონდერექსპერტს უწოდებდა. როგორც ჩანს, ის ისეთი ტიპის ექსპერტია, რომელიც ყველა დროსა და ხელისუფლებას ერგება. ყოველ შემთხვევაში არსებობს მკაცრი და შეიძლება სამართლიანი შენიშვნები. ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. აქაც როგორც ურთმელიძესთან დაკავშირებით, რომლისა დედის წინააღმდეგ აღძრულია საქმე, არსებობს საუძველი ვივარაუდოთ, რომ ეს ექსპერტი მსხვერპლია“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანი ნადარეიშვილი სტალინზე და მერი შერვაშიძის დღემდე უცნობი დეტალები
შემდეგი სტატიაზაზა ბიბილაშვილი: მოსამართლე ურთმელიძეს თავზე ხელი აქვს აღებული