“ვწუხვარ, რომ იმერელი თაღლითის მსხვერპლი გახდა მთელი საქართველო”

“ვწუხვარ, რომ იმერელი თაღლითის მსხვერპლი გახდა მთელი საქართველო”, – ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი ბობოხიძემ, გადაცემა არჩევანში გააკეთა და თქვა, რომ ქართველი ხალხი ერთხელ უკვე მოატყუა ბიძინა ივანიშვილმა და ის იგივეს აპირებს მომავალშიც.

„მინიმუმ, ერთი რამე მაწუხებს, რომ ეს დაბეჩავებული ხალხი ისეთი ცრუ დაპურებების ტყვე აღმოჩნდება, როგორც უკვე რუსი ოლიგარქის დაპირებების ტყვედ ერთხელ აღმოჩნდა. მართლა ძალიან ვწუხვარ, რომ იმერელი თაღლითის მსხვერპლი გახდა მთელი საქართველო,“ – აცხადებს აკაკი ბობოხიძე.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის განცხადებამ მმართველი გუნდის დეპუტატი, გიგა ბუკია, გააღიზიანა. მან აკაკი ბობოხიძეს “თავხედი” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პრეზიდენტის საიტზე სააკაშვილის გადაყენების პეტიცია დერეგისტრირდა…
შემდეგი სტატიაუკრაინაში მორგი გაქურდეს…