ვულოცავ გულწრფელად “ოცნებას” თუკი საბოლოოდ კანდიდატზე შეთანხმდნენ

საერთოდ ვერ გაიგო ვერავინ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა

 ვულოცავ გულწრფელად "ოცნებას"  თუკი საბოლოოდ კანდიდატზე შეთანხმდნენ“თავისუფალი დემოკრატების” წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, ვიდრე ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან მისი გადაყენება.
აბაშიძის განაცხადებით, მისასალმებელია, თუკი “ქართული ოცნება” სპიკერობის კანდიდატზე საბოლოოდ შეთანხმდა.
“ვულოცავ გულწრფელად “ოცნებას”, თუკი საბოლოოდ კანდიდატზე შეთანხმდნენ, რადგან მთელი რიგი საკითხებია ქვეყანაში, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია. მე ოქტომბრიდან ვარ ოპოზიციაში და შეუძლიათ, როცა გადაწყვეტილებას დაწერენ, ძველი რიცხვით შეავსონ ის. ჩვენ, “თავისუფალი დემოკრატები” ვიქნებით პარლამენტში და გავაგრძელებთ ბრძოლას. თანამდებობებს არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისთვის. ვინც არ უნდა იყოს ჩემი შემცვლელი, მშვიდობაში მოახმაროს ეს თანამდებობა”, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვულოცავ გულწრფელად “ოცნებას” თუკი საბოლოოდ კანდიდატზე შეთანხმდნენ

banner
წინა სტატიაშიუკრაინის ომის შედეგები – ფოტოკოლაჟი (+18)
შემდეგი სტატიასეზონური ვირუსი 2 კვირაში დასრულდება