,,ვნახოთ ლარის როგორი მხატვრები გვყავს,, – რომან გოცირიძე

უფსკრულისკენ კოსმოსური სიჩქარით მიმავალი ლარი ,ბოლო დღეების მანძილზე სააქაოსკენ ოდნავ მობრუნდა, რამაც ქვეყანაში მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას ეროვნული ვალუტის გადარჩენის იმედი გაუჩინა… ზოგიერთებს კი სიხარული ნაადრევი ჰგონიათ… ექსპერტების აზრიც ამ მიმართულებით არაერთგვაროვანია და ხშირად დიამეტრალურად განსხვავებული…

,,თაიმერმა,, ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით კომენტარი თხოვა ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს, ეკონომიკის ექსპერტს რომან გოცირიძეს:

-ლარი დაუბრუნდა იმ კურსს, რომელიც დაახლოებიათ იცი დღის წინათ იყო. ანუ ოთხ თღეში მოასწრო იმდენი აღმასვლა, რამდენ დაღმასვლასაც ოციდღე დასჭირდა . ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჯერ კიდევ არ არის სტაბილურობა მიღწეული. მისი მკვეთრი მერყეობა დამოკიდებულია კინკრეტულ, ერთჯერად მოთხოვნაზე როგოც ერთი, ასევე მეორე მხრიდან. ვთქვათ იმპორტიორს სწრაფად დასჭირდა უცხოური ვალუტა, ან რომელიმე კომერციულ სტრუქტურას საგარეო ვალის გასტუმრების ვადა დაუდგა და სხვა. ასეა ლარზეც, როცა გადასხადის გადახდის დღე დგება, ან ვთქვათ, იყიდა უცხოელმა საპრივატიზაციო ობიექტი და გაჩნდა ანგარიშსწორებისათვის ლარზე მოთხოვნა. უამრავი ფაქტორია, რაც ფულზე არატიპიურ მოთხოვნას აჩენს და ყოველი ასეთი რყევისას ეჭვი შევიტანოთ ბანკებში, თითქოს ამას აკეთებენ სპეკულაციების მიზნით, არასერიოზულია.
– რა ფაქტორებმა იმოქმედა ამ ოთხ დღეში ისეთი, რომ
ლარი ასე სწრაფად გამყარდა და რას უნდა ველოდეთ უახლოეს დღეებში?
-რამდრნიმე ფაქტორი მოქმედებს: იმპორტის მკვეთრი კლება, ვალუტის სეზონური გადინების შემცირება, მთავრობის მიერ ბიუჯეტში 200 მილიონ ლარზე მეტი ნაშთების წარმოშობა. ანუ ახლა არ ხარჯავს- კარგია, მაგრამ რომ დახარჯავს ცუდი. ამიტომ საჭირო სეკვესტრი და არა ხარჯების გადავადება. მით უარესი, თუ ეს შემოდგომით მოხდება.
როგორც ჩანს, ტურისტებმაც ასე თუ ისე იმატა.
დავაკვირდეთ, თუ რამდენად სტაბილური იქნება სურათი. მისი დამახინჯება შეუძლია ნაწილობრივ ეროვნულ ბანკს და მნიშვნელოვწილად მთავრობას.
ვნახოთ, როგორი მხატვრები გვყავს.
-ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ლარის მსგავსი შემობრუნება ევროვნული ბანკისა და მისი პრეზიდენტის ,,ვირეშმაკობებს,, უკავშირდება… თქვენ თუ იზიარებთ ამ მოსაზრებას?
-სისულელეა. თვითონ არიან ვირები ან ეშმაკები, ან ორივე ერთად – ვირეშმაკები.
ესაუბრა კახაბერ ადამია

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშირა წერია რიგის სამიტის საბოლოო დოკუმენტის წინასწარ ვარიანტში?
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს