ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ლას-ვეგასში, თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარაზე ქართველი მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
ქართველმა ფალავნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 4 მედალი – ერთი ოქრო და სამი ბრინჯაო მოიგეს და შესაბამისად, რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის 4 ლიცენზიაც მოიპოვეს.
ხინჩეგაშვილმა ფინალამდე 4 მეტოქეს მოუგო, იტალიელი სალვატორე მანინო 10-0, ბულგარელი გიორგი ვანგელოვი 6-1, ყაზახი არტას სანაა 7-2, ნახევარინალში კი მონღოლი ბეხბაიარ ერდენბატი 10-2 დაამარცხა. ფინალში ქართველის მეტოქე ირანელი მსოფლიო ჩემპიონი ხასან რახიმი იყო, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წამებზე მოპოვებული ქულების წყალობით 5-4 აჯობა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

banner
წინა სტატიაშიყურძნის რეალიზაციის ხელშესაწყობად სარეალიზაციო პუნქტები თბილისშიც მოეწყობა
შემდეგი სტატიათბილისის ზოოპარკმა მუშაობა განაახლა