“ვლადიმერ პუტინს ბარაკ ობამასთან პატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული დიალოგი სურს”

პუტინი: რუსეთს G7-ის «კლუბურ ინტრესებთან» კავშირი არა აქვს

ვლადიმერ პუტინს ბარაკ ობამასთან პატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული დიალოგი სურს, – ამის შესახებ “როიტერის” ცნობით, კრემლის ლიდერი აშშ-ის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ დამოუკიდებლობის დღის მისალოც მიმართვაში აღნიშნავს.
პუტინის განცხადებით, რუსეთსა და აშშ-ის შორის კავშირები გლობალური კრიზისის მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია.
“მილოცვაში რუსეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ორი ქვეყნის მთავრობებს შორის აზრთა სხვადასხვაობისა, რუსულ-ამერიკული კავშირები ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის”, – წერია კრემლის განცხადებაში.
ვლადიმერ პუტინი ასევე გამოხატავს იმედს, რომ რუსეთი და აშშ შეძლებენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო საკითხების გადაჭრას და გლობალურ საფრთხეებთან და გამოწვევებთან ბრძოლას ერთად, თუ ურთიერთობა თანასწორობასა და პატივისცემაზე იქნება დაფუძნებული.
აშშ-ში დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანმა გიორგი ვაშაძეს არჩევნები 3 ხმით მოუგო
შემდეგი სტატიალევან ბერძენიშვილი: მაგიური სიტყვა, რომელსაც პარლამენტში ნებისმიერი კანონი შეუძლია გაიტანოს, ვიზალიბერალიზაციაა