ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულების უმაღლეს დონეზე გაფორმება გადაწყვიტა

რუსეთში დოლარს აკრძალავენ: რუსების ანგარიშები ავტომატურად დაიხურება, აღმოჩენილი დოლარები კი ჩამოერთმევათ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების” უმაღლეს დონეზე გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო.
რუსული სააგენტოების ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი დაეთანხმა მთავრობის წინადადებას რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ დოკუმენტის გაფორმებასთან დაკავშირებით. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს ხელშეკრულება ხელმოწერილ იქნას უმაღლეს დონეზე.
მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ე.წ. შეთანხმება მოსკოვსა და მის მიერ ოკურებულ ცხინვალის რეგიონს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას ითვალისწინებს როგორც სოციალურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ, ისე საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.
ე.წ. ხელშეკრულება 25 წლის ვადით გაფორმდება.

banner
წინა სტატიაშიბოთლების სროლა და ჩხუბი ზუგდიდის საკრებულოში
შემდეგი სტატიაგივი ეუთოს უკრაინაში ობიექტურობისაკენ მოუწოდებს (ვიდეო)