ვლადიმერ პუტინი: ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა (ვიდეო)

ვლადიმერ პუტინის ინტერვიუ გერმანულ ტელეკომპანია ,,ARD,,სთან…

………………………………………………………………………………………..

ინტერვიუ ჩაწერილია 2008 წლის ქართულ-რუსული ომის შემდეგ, როცა პუტინი რუსეთის ფაქტობრივი მმართველი, მაგრამ ოფიციალურად პრემიერმინისტრია…

კორესპოდენტის კითხვა პუტინის მიმართ შეიცავს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბერნარდ კუშნერის წინასწარმეტყველებას…

,,აერდეს,, კორესპოდენტი: ევროკავშირის თავმჯდომარემ და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა განაცხადა, რომ საქართველოს შემდეგომი  სამიზნე რუსეთისთვის უკრაინა და ყირიმი იქნება… ყირიმი, სევასტოპოლი და სევასტოპოლში მდგარი რუსული ბაზა… არის თუ არა ყირიმი რუსეთის შემდგომი სამიზნე? 

-პუტინი: თქვენ თქვით ,,შემდგომი სამიზნე,,… ჩვენ არც საქართველოში გვქონია არანაირი მიზანი და ლაპარაკი მომდევნო სამიზნეზე არაკორექტულია… ეს ერთი…

,,აერდეს,, კორესპოდენტი: ესეიგი თქვენ ამას გამორიცხავთ?

-პუტინი: თუ თქვენ ნებას მომცემთ პასუხის გაცემის, თქვენ დაკმაყოფილებული იქნებით… მაშასადამე… ყირიმი არ არის არანაირი სადაო ტერიტორია… იქ არ ყოფილა არანაირი ეთნიკური კონფლიქტი  სამხრეთ ოსეთისა და საქრთველოსაგან განსხვავებით… და რუსეთმა დიდი ხანია აღიარა უკრაინის დღევანდელი საზღვრები… ჩვენ უკვე მთლიანობაში და საერთოდ დავამთავრეთ მოლაპარაკებები საზღვრებთან დაკავშირებით… საუბარია მხოლოდ საზღვრის დემარკაციაზე რაც ტექნიკური საკითხია… კითხვა, რუსეთის რაიმე მსგავს მიზნებზე, ვფიქრობ იძლევა პროვოკაციულ შინაარს.

/ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო: „ჰიტლერმა სტალინთან ერთად დაიწყო მეორე მსოფიოლ ომი“
შემდეგი სტატიაბოინგი 757-ს მეხი დაეცა+ ფოტო