ვლადიმერ პუტინი: უკრაინის კრიზისი აშშ-ისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მცდელობების შედეგად წარმოიშვა

პუტინმა ნემცოვის მკვლელობას შეკვეთილი უწოდა

უკრაინის კრიზისი აშშ-ისა და მისი მოკავშირეების ქმედებების შედეგია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ეგვიპტურ გამოცემა “ალ-აჰრამთან” ინტერვიუში განაცხადა.
“უკრაინის კრიზისი წარმოიშვა არა რუსეთის მარცხის შედეგად, არამედ აშშ-ისა და მისი დასავლელი მოკავშირეების მცდელობების შედეგად. ისინი საკუთარ თავს ცივი ომის გამარჯვებულად მიიჩნევენ და ცდილობენ თავიანთი ინტერესები ყველგან გაატარონ”, – აღნიშნა კრემლის ლიდერმა.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ნატო-ს ინფრასტრუქტურა ნელ-ნელა უახლოვდება რუსეთის საზღვრებს, რითაც რუსეთის ინტერესების იგნორირება ხდება.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ეს ეროვნული სირცხვილი იქნება და არა მხოლოდ იმ ერთი ადამიანის სირცხვილი
შემდეგი სტატიაეგვიპტეში საფეხბურთო მატჩის დროს 22 ადამიანი დაიღუპა