ვლადიმერ პუტინი სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს

პუტინი: რუსეთს G7-ის «კლუბურ ინტრესებთან» კავშირი არა აქვს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამძიმარსა და თანაგრძნობას უცხადებს საქართველოში სტიქიის დროს დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს.

პრეზიდენტის პრეს-სპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური საქართველოს ხელისუფლებას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს.
„რუსეთის პრეზიდენტი სამძიმარს უცხადებს ყველა დაღუპულის ოჯახს. პრეზიდენტი თანაგრძნობას გამოხატავს წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახების მიმართ. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახური საქართველოს ხელისუფლებას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს“, – განაცხადა პესკოვმა.
banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, ხვალ ავტომობილებით მოძრაობისგან თავი შეიკავონ
შემდეგი სტატიაბრიტანეთის დაზვერვამ აგენტები გამოიწვია