ვლადიმერ პუტინი მსოფლიო ლიდერებს გაფრთხილებას აძლევს

პუტინმა ნემცოვის მკვლელობას შეკვეთილი უწოდა

„თუ ვინმეს აწყობს და სურს ნახევრადოკუპაციის პირობებში ცხოვრება ეს მათი საქმეა, მაგრამ ჩვენ ამას არ შევურიგდებით, თუმცა ომსაც არავისთან ვაპირებთ“-ასე აფასებს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბოლო პერიოდში მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ რუსეთის მიმართ გატარებულ მკაცრ პოლიტიკას.

მის თქმით არსებობს, მცდელობა, რომ შეაჩერონ რუსეთის განვითარება და გაყინონ საბჭოთა კავშირის შემდეგ ჩამოყალიბებული მსოფლიო წყობა. როგორც პუტინი განმარტავს ამ პროცესს ერთი ლიდერი ხელმძღვანელობს, რომელსაც სურს დარჩეს ლიდერად და ფიქრობს, რომ მისთვის ყველაფერი შესაძლებელია ხოლო სხვებისთვის მხოლოდ ის, რის უფლებასაც ის მისცემს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. მისივე თქმით ასეთი მსოფლიო მოწყობა რუსეთისთვის არასდროს იქნება მისაღები.

„ჩვენ გვსურს ყველასთან თანამშრომლობა და ის მცდელობები, რომელსაც ადგილი აქვს მათ შორის სანქციებით, ვფიქრობ ასეთი მიდგომა არავის გაუხარდება და ისეთი ქვეყნის მიმართ, როგორიც ჩვენია ვერ იქნება ეფექტური, თუმცა გარკვეული ზიანი მაინც მოაქვს. ამას უნდა ვაცნობიერებდეთ და გავაძლიეროთ ჩვენი სუვერენიტეტი მათ შორის ეკონომიკის სფეროშიც“-აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

banner
წინა სტატიაშიჩინური მასაჟის სალონში ადგილს პროსტიტუციისათვის აქირავებდნენ
შემდეგი სტატიააშშ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ნატო-სთან თანამშრომლობას მხარს დაუჭერს