ვლადიმერ პუტინი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე დასწრებას გეგმავს

პუტინმა ლიტველებს რუსეთში გადასახლება შესთავაზა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე დასწრებას გეგმავს. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
“პრეზიდენტი გეგმავს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიას დაესწროს. წელს ამ ფორუმის შვიდ ათეულ წელს აღვნიშნავთ, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ შეიქმნა”, -აღნიშნა ლავროვმა.
მისივე თქმით, 70-ე სესიაზე მოსალოდნელია რეკორდული რაოდენობის სახელმწიფო და მთავრობის მეთაურების დასწრება და რუსეთის პრეზიდენტიც გეგმავს ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას.
ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის რანგში უკანასკნელად ამერიკის შეერთებულ შტატებში 2007 წელს იმყოფებოდა. 2012 წლის შემდეგ, როდესაც ის კიდევ ერთხელ გახდა რუსეთის პრეზიდენტი, არც ერთხელ არ ყოფილა შეერთებულ შტატებში.

banner
წინა სტატიაშითურქეთში აფეთქების შედეგად რვა თურქი სამხედრო დაიღუპა და ათამდე დაიჭრა
შემდეგი სტატიაკახა კუკავა: საქართველოში ავტორიტარული, ოლიგარქიული რეჟიმი მყარდება