ვლადიმერ პუტინი: ასეთი ხერხები რუსეთთან არ მუშაობს

პუტინმა ნემცოვის მკვლელობას შეკვეთილი უწოდა

ვლადიმერ პუტინი დასავლეთის სპეცსამსახურებს რუსეთის წინააღმდეგ მუშაობაში ადანაშაულებს. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ საინფორმაციო ომი და ზეწოლა ხორციელდება.

“რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა მეთოდს იყენებენ, როგორიცაა პოლიტიკური იზოლაცია, ეკონომიკური ზეწოლა და ფართო მასშტაბიანი საინფორმაციო ომი. მათ ღიად განაცხადეს, რომ შეეწინააღმდეგებიან ყველას, ვინც არ ეთანხმება. თუმცა, ასეთი ხერხები რუსეთთან არ მუშაობს. ჩვენ შემთხვევაში ეს არც წარსულში ამართლებდა და არც მომავალში გამოიღებს მათთვის სასურველ შედეგს,”-განაცხადა პუტინმა.

პარალელურად რუსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინის იარაღით მომარაგების შემთხვევაში, განგებ, ხელახლა გააღვივებს დაძაბულობას. სერგეი ლავროვმა კი ოფიციალური კიევი სამშვიდობო პროცესის შეფერხებაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამეგრელოში ბიზნესმენებს შეხვდება
შემდეგი სტატიაოპოზიცია პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ისევ დებატებს ითხოვს