ვლადიმერ პუტინის ქონება 200 მილიარდ დოლარს შეადგენს

ვლადიმერ პუტინის ქონება 200 მილიარდ დოლარს შეადგენს

ვლადიმერ პუტინის ქონება 200 მილიარდ დოლარს შეადგენსრუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ქონება 200 მილიარდ დოლარს შეადგენს, რითიც ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი მამაკაცია. ამის შესახებ ტელეკომპანია “CNN”-ის ეთერში ფარიდ ზაკარიასთან სტუმრობისას ბილ ბრაუდენმა განაცხადა.

თავად პუტინი არასდროს საუბრობს ღიად საკუთარ ქონებაზე, თუმცა, 2013 წლის მონაცემებით, რომელიც იმ პერიოდში “The Sunday Times”-მა გამოაქვეყნა, რუსეთის პრეზიდენტი 130 მილიარდ დოლარს ფლობდა.

“პუტინი ლიდერობის პარალელურად კარგად ახერხებს ბიზნესის კეთებას”, – წერდა “The Sunday Times”-ი. ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის ბიზნესებს მისი ახლო ნათესავები მართავენ. ესენი არიან პუტინის ძმისშვილი მიხეილ პუტინი და მიხეილ შელემოვი, ასევე პუტინის ყოფილი ცოლის ძმა.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალმა დემოკრატებმა” ვიქტორია ნულანდთან შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს დაკავებულ თანამშრომლებზე ისაუბრეს
შემდეგი სტატიამე მივიღე უკრაინის მოქალაქეობა–დავით საყვარელიძე