ვლადიმერ პუტინი:”რუსეთს არავითარი სურვილი არ გააჩნია იმპერიის აღსადგენად”

დასავლეთისთვის ძალების დემონსტრირება შესაძლებელია რუსეთს შიდა სტაბილურობის დაკარგვის ფასი დაუჯდეს

PUTINI YIRIMSHI“რუსეთს არავითარი სურვილი არ გააჩნია იმპერიის აღსადგენად”– ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
“არ გაგვაჩნია არავითარი სურვილი თავიდან შევქმნათ იმპერია, საბჭოთა კავშირი, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვაკეთებდით და კვლავ გავაკეთებთ”, – განაცხადა პუტინმა ტელეკომპანია “რასია-1”-ის ეთერში.
მისივე თქმით, რუსეთმა თავისი კეთილი ნებით ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას დამოუკიდებლობა მიანიჭა და აღნიშნა, რომ ამას არავითარი კონფლიქტები არ მოყოლია.
“ეს იყო საერთო გადაწყვეტილება და ამ საერთო გადაწყვეტილებათა შორის ძირითად გადაწყვეტილება თავად რუსეთს ეკუთვნოდა”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშისაგარეჯოსა და მარტვილში შუალედური საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა აღარ ჩატარდეს
შემდეგი სტატიასამხრეთ ოსეთში იმ მიწების აზომვები მიდის, რომლითაც ხალხი არ სარგებლობს