ვიცე–პრემიერი: ორმაგი სტანდარტი არ უნდა იყოს

რუსთავი2-ის მხარდამჭერების მიერ დეპუტატ დავით ლორთქიფანიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო წინასწარი პატიმრობის მისჯის თაობაზე ვიცე-პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა, დეტალები არ იცის.

კვირიკაშვილი ამბობს, რომ ორმაგი სტანდარტი მიუღებელია. თუმცა, მისთვის უცნობია, რითი იხელმძღვანელა სასამართლომ ნაციონალური მოძრაობის წევრების ცემის ფაქტების დროს 100- ლარიანი ჯარიმის დაწესებისას და რითი – დღეს დავით ლორთქიფანიძის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების დროს.

„ერთ რამეში გეთანხმებით, რომ უნდა იყოს ერთიანი სტანდარტი და ორმაგი სტანდარტი არ უნდა იყოს. მაგრამ არ ვიცი, ამ შემთხვევაში რა გადაწყვეტილება და რა კონკრეტული გარემო იქნა სასამართლოს მიერ მიღებული კონკრეტულ შემთხვევაში,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ
შემდეგი სტატიააუდიტმა სასჯელაღსრულების სამინისტროს დარღვევებზე მასალები პროკურატურას გადაუგზავნა