ვიცე-მერი შენობის ჩამონგრევაში დამნაშავის, კანონის სრული სიმკაცრით დასჯის პირობას დებს

დიმიტრი ქუმსიშვილმა

ვიცე-მერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ანდრია აფაქიძის ქუჩაზე მდებარე შენობის ჩამონგრევაზე რასაც სამი მუშა ემსხვერპლა გამოძიება ჩატარდება.

როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული ფაქტი ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული და ვინც იქნება დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება
„პირველ რიგში მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულის ოჯახებს, ეს ძალიან ტრაგიკული შემთხვევაა აღნიშნული საქმე ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული და ყველა ვინც არის დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ცნობისთვის აფაიქიძის ქუჩაზე მდებარე შენობის მშენებლობას შპს „ტიფლის-საბურთალო“ აწარმოებს, აღნიშნული შენობა კი მანამდე მუსხელიშვილის სახელობის მათემატიკურ ინსტიტუტს ეკუთვნოდა.
შეგახსენებთ რომ სამშენებლო სამუშაობეის მიმდინარეობისას დღეს შენობის ჩამონგრევას სამი მუშა ემსხვერპლა, ერთი მათგანი კი მძიმე დაზიანებებით საავადმუყოფოშია გადაყვანილი.
banner
წინა სტატიაშიმეორე სვირში მცხოვრებლები რკინიგზის გადაკეტვას გეგმავენ
შემდეგი სტატიადავით სერგეენკომ ჯანდაცვის რეფორმის ახალი მიმართულება გამოაცხადა