,,ვიღაცას ჰგონია, რომ ნაციონალური მოძრაობის გამო ვაკეთებთ – ეს სპეკულაციაა”

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და ამბობს, რომ რუსთავი 2-ის გაჩუმება ხელისუფლების მიზანია.

როგორც გვარამია განმარტავს, “რუსთავი2-ის გარეშე საქართველოში პლურალისტული მედიაგარემო არ იარსებებს. ,,ამ სტატუსკვოს ვგულისხმობ. ის ეპიზოდური შემთხვევებიც კი, როდესაც ირაკლი ალასანია, მიხეილ სააკაშვილი, დავით ბაქრაძე, შალვა ნათელაშვილია რომელიმე ტელეკომპანიის ეპიზოდურ ეთერშიც კი, ბრძენმა ივანიშვილმა გამოიცნო, რომ ეს რუსთავი2-ის გამო ხდება და, როდესაც რუსთავი2 არ იქნება, არც ჟურნალისტური თავმოყვარეობა ჩაერთვებათ, არც კონკურენცია არ იქნება,” – ამბობს ნიკა გვარამია და დასძენს, რომ ხელისუფლება სწორედ ამის გამო ებრძვის მაუწყებელს.

“არავის არ გვეპარება ეჭვი იმაში, რომ ურთმელიძე ხელისუფლების მიერ არის მართული. პანაცეა ჩვენთვის არის, რომ არ ვართ დამოკიდებულები ხელისუფლებაზე. ვიღაცას ჰგონია, რომ ნაციონალური მოძრაობის გამო ვაკეთებთ, ეს სპეკულაციაა. სანამ ნაციონალური მოძრაობა არ მოვა ხელისუფლებაში და არ ვნახავთ, რას აკეთებს რუსთავი 2, ეს სპეკულაცია იქნება,” – ამბობს გვარამია და დასძენს, რომ ყველას ჰგონია, სხვის მიმართ არის რუსთავი 2 მიკერძოებული და სწორედ ეს არის იმის ნიშანი, რომ არხი არავის მიმართ არ არის მიკერძოებული.

ამასთან, გვარამია აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ რუსთავი2-ის ჟურნალისტები კვალიფიციურები არიან და ხელისუფლებისთვის სწორედ ეს კვალიფიციურობაა მიუღებელი.

banner
წინა სტატიაშიგოკა გაბაშვილის თქმით ივანიშვილი ,,რუსთავი 2–ის” 20–30 გადაქცევას ცდილობს
შემდეგი სტატიარუსული დემოკრატია – ციხე ,,ლაიქების,, გამო… (VIDEO)