ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

საკმარისი არ გავაკეთე იმისთვის, რომ სისხლი არ დაღვრილიყო

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი 11 აგვისტოს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. უკრაინული მედიის ცნობით, მან გამოძიების ფარგლებში ჩვენება უნდა მისცეს.
გავრცელებული ინფორმაციით, იანუკოვოჩი მზადაა ჩვენება ვიდეოკონფერენციის საშუალებით მისცეს.
ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინაში სახელმწიფო თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში და ძალაუფლების უზურპაციაში ადანაშაულებენ.
ვიქტორ იანუკოვიჩი 2010 წლის 25 თებერვალს აირჩიეს უკრაინის პრეზიდენტად, გასული წლის თებერვალში კი ის კიევში მასობრივი დემონსტრაციების შედეგად გადააყენეს. ამ დროისათვის ვიქტორ იანუკოვიჩის ადგილსამყოფელი უცნობია, ის სავარაუდოდ, კვლავ რუსეთში იმყოფება.

banner
წინა სტატიაშივარძიის სამონასტრო კომპლექსთან 3.4 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაოთარ დანელია: ქართულ პროდუქციაზე ხელახალი ემბარგოს დაწესების საფრთხე არ არსებობს