ვიქტორ იანუკოვზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა. როგორც ინტერპოლის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიქტორ იანუკოვიჩზე ძებნა უკრაინის სასამართლო ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე გამოცხადდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის არსენი ავაკოვის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ “ინტერპოლს” ყოფილ პრეზიდენტზე ძებნის გამოცხადების თხოვნით რამდენიმე თვის წინ მიმართა.
არსენი ავაკოვის ინფორმაციით, ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა უკრაინის ყოფილ პრემიერზე, ნიკოლაი აზაროვზეც.
რუსულ მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ოფიციალურ კიევს მოსკოვისთვის ვიქტორ იანუკოვიჩის ექსტრადირების თხოვნით არ მიუმართავს.
ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინიდან 2014 წელს გაიქცა და გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაშიპარიზი კვლავ სამართალდამცავების გაძლიერებული კონტროლის ქვეშ რჩება
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება