ვიქტორ დოლიძე თინა ხიდაშელის კანდიდატურას მიესალმება

დეპუტატი ვიქტორ დოლიძე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე თინა ხიდაშელს წარმატებას უსურვებს და გვერდში დგომას პირდება.
ვიქტორ დოლიძე დარწმუნებულია, რომ თინა ხიდაშელი კომუნიკაციას და კვალიფიკაციას მაქსიმალურად გამოიყენებს.
“ვინც არ უნდა ყოფილიყო წარდგენილი ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარედ, ნებისმიერს წარმატებას ვუსურვებდი. საკითხი ეხება თემებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ბუნებრივია, მაწუხებს. მოხარული ვარ, რომ ბოლო-ბოლო კანდიდატურის საკითხი გადაწყდა, რადგან კარგა ხანია, გადაუწყვეტავი იყო. მინდა თინა ხიდაშელს ვუსურვო ყველანაირი წარმატება და ამ საქმეში გვერდგში დგომა აღვუთქვა. მჯერა, რომ ხიდაშელი თავის კვალიფიკაციას, თავის კომუნიკაციას მაქსიმალურად გამოიყენებს და საპარლამენტო დონეზე ეს საქმიანობა წარმატებული იქნება”, – აცხადებს ვიქტორ დოლიძე, რომელსაც პარლამენტში სწორედ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, თემურ ჭკუასელის განცხადებით, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე, თინა ხიდაშელის კანდიდატურის წარდგენას პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დაეთანხმა. მისივე თქმით, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე თინა ხიდაშელის კანდიდატურა გადაწყვეტილია და ეს ერთადერთი კანდიდატურაა.
“ფრაქციის სხდომაზე ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. პრემიერი მის კანდიდატურას დაეთანხმა, ამით ძალიან ბევრი რამ არის გათვალისწინებული და გააზრებული”, – აღნიშნა თემურ ჭკუასელმა.

banner
წინა სტატიაშიმთავარ პროკურატურაში ბესო ხარძიანის შვილის დაკითხვა რამდენიმე საათია გრძელდება
შემდეგი სტატიამელიქიშვილის 49 ნომრიდან 20-მდე ოჯახი გამოასახლეს