ვიქტორია ნულანდი მოსკოვში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. “ტასის” ინფორმაციით, ამერიკელი დიპლომატის ვიზიტის ოფიციალური ნაწილი 18 მაისიდან დაიწყება.
ჯონ ქერის თანაშემწე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მინსკის შეთანხმებაზე, უკრაინაში არსებულ ვითარებასა და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე იმსჯელებს.
მანამდე რუსეთში ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი იმყოფებოდა, რომელიც 12 მაისს სოჭში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.
ვიქტორია ნულანდი მოსკოვში კიევიდან ჩავიდა.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოების რამდენიმე ცნობილი სახე ზაზა აბაშიძის დანიშვნას ქართველი ხალხისთვის საამაყოდ აფასებს
შემდეგი სტატია“მუხლის ჩოქვით რომ მოვიდნენ მე იქ აღარ შევალ,”- ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელი