ვიქტორია ნულანდი ირაკლი ალასანიას შეხვდება

ბიძინა ივანიშვილს გამბედაობა არ ეყოფა რომ ეს გააკეთოს

თბილისში მყოფი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დღეს „თავისუფალ დემოკრატებს“ შეხვდება. კონსულტაციებს ირაკლი ალასანიასთან ერთად მისი თანაგუნდელებიც დაესწრებიან.

ვიზიტის ფარგლებში ვიქტორია ნულანდი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციასა და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს.

დღის ბოლოს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა შეერთბული შტატების მთავარ გზავნილებზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ნულანდმა ხელისუფლებას ქვეყნის მოდერნიზაციის გაგრძელება და სასამართლო სისტემის რეფორმირება ურჩია.

„მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას მომავლისკენ იყუროს, ინსტიტუტების სტურქტურული რეფორმირების კუთხით და უზრუნველყოს პროცესების გამჭვირვალედ წარმართვა იმ საქმეებზე, რომლებიც ახლა სასამართლოებში განიხილება“ – განაცხადა ნულანდმა და ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება.

ვიქტორია ნულანდი ამერიკის სახელწმიფო მდივნის თანაშემწის სტატუსით თბილისში უკვე მეორედ იმყოფება. იგი საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. ორ დღიან ვიზიტს ნულანდი დღეს დაასრულებს და თბილისიდან ერევანში გაემგზავრება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ჩოგოვაძე – ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ტურისტების რაოდენობაზე მოქმედებდა, სამწუხაროდ ისევ ძალაშია
შემდეგი სტატიაექსპერტი ლევან ჩაჩუა ჟურნალისტებს მიმართავს