ვიქტორია ნულანდი: აშშ უკრაინას ირანზე არ ცვლის

,,აშშ არ მოლაპარაკებია ვინმეს, არანაირ დათმობებზე უკრაინის კრიზისის დარეგულირების საკითხებში, სანაცვლოდ რუსეთის პოზიციისა ირანის ბირთვულ პროგრამასთან მიმართებაში,, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწენ ვიქტორია ნულანდმა, 16 ივლისს გამართულ ბრიფინგზე.

,,აშშ არასდროს არაა დაკავებული ასეთი ვაჭრობით, რომ ერთი საერთაშორისო ურთიერთობა მეორეზე გაცვალოს. აშშ-სთვის სასიამოვნოა, რომ ჩვენს მოკავშირეებთან და კოლეგებთან ერთად, რუსეთთან ერთობლიობაშიც ვითანამშრომლოთ ისეთ საკითხებზე, რომელიც ირანს ეხება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთმა რაიმე სამსახური გაუწია აშშ-ს ან სხვა ვინმეს. ეს მათ გააკეთეს საკუთარი ინტერესებისთვის და იმისთვის, რომ ირანს არ შეექმნა ბირთვული იარაღი,, განაცხადა ნულანდმა.

შეგახსენებთ, რომ ირანმა და მასთან საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართულმა 6 ქვეყანამ, 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ირანმა შეწყვიტა ატომურ იარაღზე მუშაობა, რის სანაცვლოდ დიდი ხნის მანძილზე არსებული საერთაშორისო სანქციები და ემბარგო მოეხსნა.

banner
წინა სტატიაშიკვიტაშვილი: უკრაინაში ჯანდაცვის რეფორმას 3 დეპუტატი ბლოკავს
შემდეგი სტატიაპუტინმა ქართველ ბიზნესმენებს შუამავლები გამოუგზავნა?!