ვის ცოლ-შვილისთვის აპირებს წამების ამსახველი კადრების გაგზავნას გოგა ხაინდრავა

რეჟისორი გოგა ხაინდრავა წამების ამსახველი ვიდეობის გავრცელებაში ყოფილ ხელისუფლებს დანაშაულებს. როგორც გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სააკაშვილის ხელისუფლებას ბევრი ადამიანი ჰყავს ნაწამები.
“ის, რაც ვნახეთ ალბათ ყველაფერს გადააჭარბა და მნიშვნელოვანი კითხვა დგას ჩვენი საზოგადოების წინაშე, რა გზით უნდა გავაგრძელოთ სიარული. ჩვენ ვართ ის საზოგადოება, რომელმაც დაუშვა მსგავსი რამ, ჩვენ ვართ თანამონაწილეები იმ არაადამიანურობის რისი მომსწრენიც ყველანი გავხდით. დღეს რამდენიმე ათასი ადამიანი დგას სასამართლოს ეზოში და სიტყვის თავისუფლებას იცავს “რუსთავი 2″-ის სახით, იმ დაწესებულების სახით, რომელიც იყო პროპაგანდისტი ამ ფაშისტური ძალადობის, ეს დაწესებულება ყველანაირ პირობებს ქმინდა იმისთვის, რასაც კოხტა, მეგისი, ბაჩო და დათა ჩადიოდნენ. იმ დღეს როდესაც ეს კადრები გადიოდა სასამართლოში მიდიოდა თეთრაძის საქმე და მის წამებაში პირდაპირ მონაწილეობას ღებულობდა ახალაია. ნაცისტებით გატენილ სასამართლო დარბაზში შეურაცხყოფას აყენებდნენ თეთრაძის ცოლს, მოწმეებს და პრაქტიკულად მთელი სასამართლო შემყურე იყო იმ ბოროტების გაგრძელების რასაც დათა ახალაია წარმოადგენს”, – განაცხადა ხაიდრავამ.
მისი თქმით, ქართული საზოგადოება უნდა გაემიჯნოს საკააშვილების, გვარამიების და ახალაიების მხარდამჭერებს.
“გვარამია, რომელიც დღეს თავისუფალი სიტყვის უსტაბაშად მოგვევლინა, რომელსაც თავგამოდებით იცავს ქართული ინტელიგენციის ნაწილი, ეს არის ადამიანი, რომელიც იმ დროს გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენს ძმას, ჩვენს სისხლსა და ხორცს უშვებოდნენ იმას, რასაც უშვებოდნენ. ჩემთვის ბევრად უფრო სასტიკი არის ელექტროშოკი და ბოთლი. ამას ჩადიოდნენ ის ადამიანები, ვისი ახლობლებიც და თანამოაზრეებიც დღეს პარლამენტში სხედან. ესენი არიან გაბაშვილი, ბოკერია და მთელი ნაცხროვა”, – განაცხადა ხაინრავამ.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებას მსხვერპლად ჰყავდა ამორჩეული გალელი კაცი, რომელიც უპატრონო იყო.
“ეს უქნა სახელმწიფომ, სააკაშვილმა, მერაბიშვილმა, უგულავამ, ბოკერიამ, ბარამიძემ, ყველამ იმ ადამიანმა ვინც “რუსთავი 2″- ის დასაცავად დგას და ყველას მათ NDI-სთან ერთად უნდა საქართველო ჩააყენონ იგივე მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც ჩვენ ვიხილეთ უბედური ჩვენი ძმა. ეს არის მათი წადილი, მათი ამოცანა, ეს არის წადილი იმ დაწესებულების, რომელიც არაფერს არ აკეთებს”, – განაცხადა ხაიდრავამ.
გოგა ხაიდრავან NDI-ის საქმიანობა გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ეს არის დაწესებულება, რომელიც ცდილობს საქართველო ჭაობში ჩაახრჩოს.
“მაგ ორგანიზაციის უკან დგას კარლ ბილდტი და მსგავი პოლიტიკური “კორუფციის მამები”, უკან დგას ის გვარები, რომლის გამეორებაც არ მინდა და მაგის ცოლ-შვილს უნდა გავუგზავნო ეს კადრები. ევროპის საპარლამენტო ასამბლეის გამოჩენილი ადამიანი, რომელიც თავგამოდებით იცავდა ე.წ. პოლიპატიმრებს ქართულ ციხეში. ვანო მერაბიშვილს, ბაჩო ახალაიას და უგულავას და პეტიციებს ღებულობენ. დღეს არის სრული კრახი და კრიზისი მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურის. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი დამხმარე ჩვენ გარდა, ჩვენი ერთობის გარდა, ჩვენი მრწამსის გარდა არაფერი არ გვაქვს. “ნაციონალების” უკან დგას სერიოზული ბნელი ძალები, დიდი ფულით, დიდი გავლენით. მათ არ სჭირდებათ ჩვენი წარსული აწმყო და მომავალი”, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

banner
წინა სტატიაში,,არ არის მორალურად გამართლებული კადრების ჩვენება ასეთი მასშტაბით”
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა