ვის რა ჯანდაბად სჭირდება „რუსთავი 2“?! არჩევნები სამჯერ მოვუგეთ ამ მართლა უნიათოებს”

წადით ბრძოლის წინა ხაზზე, დაიღუპეთ გმირულად, უკრაინელი ხალხი გმირად გაღიარებთ და მთელი საქართველო დაისვენებს–ზაზა პაპუაშვილი

ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი ინტერნეტ გამოცემა for.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში „რუსთავი 2“-ს პრეზიდენტის გამოყენების მცდელობაში ადანაშაულებს.

დეპუტატის თქმით „ნაციონალურ მოძრაობას“ სხვა არაფერი დარჩენია დ აგონიაში არიან.

„დაუკვირდით, იგივე – „არჩევანის“ წამყვანს, როგორ ფინიასავით შესცქეროდა თავლებში პრეზიდენტს და ნერწყვმორეული სთხოვდა – ე, ბიჭო, რაღაცა თქვი ოცნების საწინააღმდეგო და მოგვეცი საშუალება, რომ ნიუსებით გავყიდოთ ჩვენი გადაცემაო. მაგრამ პრეზიდენტმა ეს საკვები არ მისცა და ნახეთ, ალბათ, როგორი ნირწმხდარი იყო. უნდათ, რომ პრეზიდენტი გამოიყენონ რაღაცა შირმად, მხარედ აქციონ, ჩაადენინონ შეცდომა, ამოეფარონ მას და ბოლოს პირდაპირ უთხრან – დაგვიჭერ თუ არა მხარსო. წარმოგიდგენიათ რაზეა ლაპარაკი?! ჩვენ უნდა მივეჩვიოთ ერთ რამეს, არ შეიძლება ამ მკრეხელი და დამნაშავე „ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობის“ რეჟიმით იცხოვრო, რასაც აკეთებს „რუსთავი 2“, – ამბობს გამოცემასთან დეპუტატი პაპუაშვილი.

პარლამენტარი ასევე, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ დავაში ხელისუფლების დამოკიდებულებაზეც საუბრობს.

„საუბრობენ,თურმე, არჩევნების მოახლოების გვეშინია და ამიტომ, თურმე, „რუსთავი 2“–ს ვებრძვით. ვის რა ჯანდაბად სჭირდება „რუსთავი 2“?! არც ერთი მათაგანი არ იმსახურებს ჩემგან პატისვიცემას. ისინი ყოველთვის ატყუებდნენ, აშანტაჟებდნენ და ამცირებდნენ მოსახლეობას. არჩევნები სამჯერ მოვუგეთ ამ მართლა უნიათო და ნირწამხდარ „ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას“. ხელისუფლება არც ერთი ტელევიზიას არ აკონტროლებს. ბიძინა ივანიშვილმა თავისი კუთვნილი ტელევიზია დახურა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ ჩაჩიბაია ავღანეთში გაერო-ს მისიის უფროს სამხედრო მრჩევლად შეარჩიეს
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი პარლამენტში სიტყვით გამოდის