“ვისოლის” ავტოგასამართ სადგურზე პინგვინი იპოვეს

კომპანია “ვისოლის” ავტოგასამართ სადგურზე თანამშრომლებმა პინგვინი იპოვეს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, , პინგვინი “ლაგუნა ვერესთან” მდებარე ავტოგასამართ სადგურზე კომპანიის თანამშრომლებმა იპოვეს. მათივე ინფორმაციით, პინგვინი კომპანიამ ზოოპარკს გადასცა.

13 ივნისს მომხდარი წყალდიდობისა და თბილისის ზოოპარკის დატბორვის შედეგად დაკარგული ცხოველების ძიება გრძელდება. ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ერთი ვეფხვისა და ერთი ზოლიანი აფთრის ადგილსამყოფელი უცნობი რჩება.

banner
წინა სტატიაშითბილისში გლოვა – ბათუმში ზეიმი… (VIDEO)
შემდეგი სტატიაწყნეთში მიწის ჩამოშლის ალბათობა დიდია