ვირუსების შემთხვევების მატება თებერვლის ბოლოდან არის მოსალოდნელი

საქართველოში გრიპის ვირუსის მატება შეიმჩნევა – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

პაატა იმნაძის განცხადებით, გრიპით დაავადების შემთხვევების მატების მიუხედავად, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები წელს ნაკლებია. დაავადებათა კონტროლის ცენტრში გრიპის ვირუსის მატებას თებერვლიდან ვარაუდობენ.

“საქართველოში ჯერჯერობით აბსოლუტური სიმშვიდეა. რა თქმა უნდა, გრიპისმაგვარი დაავადებები არის, რადგან ზამთარია. გარკვეულ მატებას ველოდებით თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში. გრიპისმაგვარი დაავადებები უმნიშვნელოდ გაზრდილია, მაგრამ მძიმე შემთხვევები მნიშვნელოვნად ნაკლებია,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაში„საფრანგეთში რელიგიური დაპირისპირების საფრთხე არსებობს,“
შემდეგი სტატიაბაკურიანში დაკარგული სამი ადამიანი ტაბაწყურში იპოვეს