,, ვინ ხართ, საიდან გაჩნდით ასეთი უთავმოყვარეოები, ასეთი უზნეოები, გონებადახშულები”

გუშინ – უკვე იყო, და ხვალ – შეიძლება აღარც იყოს!

ოლიმპიადის გახსნის ფარგლებში დაშვებულ ტექნიკურ ხარვეზებთან და ხანძართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას ირინა სარიშვილი გამოთქვამს. ,,თაიმერი” ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

სარიშვილი
,,არაადექვატურობის ზეიმია საქართველოში!
რას მოვა ოლიმპიადა ამ ზეიმთან!
მერე რა რო ხანძარი იყო, დიდი ხო არ ყოფილა, გაატარეთო!
დროშა რომ ამჯერად ოლიმპიადაზეც უკუღმა დაკიდეს, ეგეც გაატარეთო!
ცეცხლი რომ არ აინთო, რა მოხდა მერე, სხვა დროს აინთებაო, ეგეც გაატარეთო!
ავტობუსების გაჩერებებით რომ მორთეს ღონისძიება, გაატარეთო!
ინგლისურად რომ ვერ ლაპარაკობს და ერთ წინადადებას რომ ძლივს კითხულობს ნებისმიერ ენაზე, გაატარეთო!
პრემიებს რო ჭამენ და სხვანაირად ფულის შოვნა რომ არ იციან, შრომაზე აღარაა ლაპარაკი, ეგეც გაატარეთო!
13 ივნისს რომ ვერტმფრენი არ ააფრინეს, ჩამოვარდებოდაო და ორი დღე–ღამე რომ დაბზუოდა ჩვენს ტავს, გაატარეთო!!!
რაღა დარჩა თქვე დალოცვილებო გაუტარებელი ჰა?
მაინცდამაინც თქვენს სახლს უნდა მოწვდეს ხანძარი,
დროშის მაგივრად თქვენ უნდა დაგკიდონ უკუღმა.
ავტობუსების გაჩერებების მაგივრად თქვენი სახლიდან უნდა გაიტანონ სკამები და მაგიდები,
პრემიების ჭამის ნაცვლად პირდაპირ თქვენი მაცივრებიდან უნდა მიირთვან ამ ღორებმა თქვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით ნაყიდი პროდუქტები,
მავთულხლართებმა თქვენს კარებამდე უნდა მოაღწიოს…
რომ აღარ გაატაროთ???
ვინ ხართ, საიდან გაჩნდით ასეთი უთავმოყვარეოები, ასეთი უზნეოები, გონებადახშულები???
ბომონძღი ჩასაფრებული იგესლებაო! დაბოღმილიაო!
მე ვარ ბომონძღი, ისიც დაბოღმილი და ჩასაფრებული,თქვე უქნარებო???
მიდით, ერთად მოგროვდით, “კეთილო” გამტარებლებო” და გაუტარეთ, სანამ თქვენს სახლამდე არ მოსულა ყველა ჭირი! და როცა თქვენს კარებზეც მოაკაკუნებს, მერე ამოიღეთ ხმა! რა გენაღვლებათ, უცებ ვინმემ არ გიცნოთ! მერე იქით შეუტიეთ სხვებს, აქამდე სად იყავითო!
სანამ თქვენ ხართ, ყველა ხელისუფლებაზე აფარებულო ლეღვის ფოთლებო, მანამდე ეს ქვეყანა გამოსავალს ვერ დაინახავს!
ხელისუფლება კი არა, თქვენ ხართ პრობლემა, ლეღვის ფოთლებო!!!”- წერს სარიშვილი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიავეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანებზე მიწის ნაკვეთებს არ არიგებს