ვინ ჩავიდა პრემიერ ღარიბაშვილის სახელით სენაკში და რა ფაქტს ასაჯაროვებს კახა მიქაია

TIMER-AAtimer.ge-ზე ჩემი წერილის პასუხად, რომლის სათაურია,,შონიებო დგებუაძეებო,რუსიებო და სააკაშვილისდროინდელო გუბერნატორო მისაბიშვილო, გაგეჩხირათ ხვიჩა ჯიშკარიანი ყელში.” ხვიჩა ჯიშკარიანს უკავშირდება ipress.ge ჟურნალისტი ირმა მესხია და ბეჭდავს ინტერვიუს. ინტერვიუში ხვიჩა ჯიშკარიანი უარყოფს იმას რომ სააკაშვილის დროინდელმა გუბერნატორმა მისაბიშვილმა პრემიერის სახელით დაურეკა მას და მოსთხოვა გადადგომა. მინდა საზოგადოებას ვამცნო სიმართლე, რასაც თავად ჯიშკარიანიც ადასტურებს: პრემიერის სახელით ,,ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისიდან სენაკში ხვიჩა ჯიშკარიანთან ჩამოდის დიტო სამხარაძე და სთხოვს მას გადადგომას და აქვე მიუთითებს რომ ეს მისაბიშვილის მოთხოვნაა. ხვიჩა ჯიშკარიანი მიკავშირდება მე და მთხოვს თანადგომას, რასაც მოყვა ჩემი წერილი timer.ge-ზე–წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს კახა მიქაია.
ყოველივე აქედან გამომდინარე მინდა მივმართო საქართველოს პრემიერმინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს.

"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს კახა მიქაია
ბატონო პრემიერო ძველი და ახალი გუბერნატორების მისაბიშვილისა და შონიას, შევარდნაძისდროინდელი ცნობილი კორუფციონერის, დღეს გუბერნატორ შონიას მოადგილის რუსიას და სენაკის გამგებლის დგებუაძის ( მეტსახელად ძგვიბი) სურვილია ხვიჩა ჯიშკარიანის პოლიტიკური ასპარეზიდან მოშორება და საკუთარი კორუფციული ინტერესების გატარება სენაკში. მოგმართავთ თხოვნით პირადად შეხვდეთ ხვიჩა ჯიშკარიანს რათა საბოლოოდ დადგინდეს სიმართლე და მისაბიშვილისნაირ ავანტიურისტებს არ მიეცეთ თქვენი და ,,ქართული ოცნების” დაშანტაჟების უფლება.
ბატონო პრემიერო ჩამობრძანდით სამეგრელოში, შეხვდით ხალხს, მოუსმინეთ მათ და ნუ დაეყრდნობით მხოლოდ თქვენი ხელქვეითებისა და ,,ქართულ ოცნება”-ში პორტირებული ნაციონალების ინფორმაციებს.
პატივისცემით კახა მიქაია–წერს”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიბაჩუკი ქარდავა:საქართველოს ხელისუფლება არ უნდა დუმდეს და მკაფიო მესიჯი უნდა გაუგზავნოს მსოფლიო თანამეგობრობას
შემდეგი სტატიაიაპონიაში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე არსებულ საწყობს ხანძარი გაუჩნდა