ვინ უმასპინძლა ბერეზოვსკის შვილს თბილისში?

საიდუმლო ვიზიტი თბილისში– ვინ უმასპინძლა ბერეზოვსკის შვილს თბილისში?

საიდუმლო ვიზიტი თბილისში– ვინ უმასპინძლა ბერეზოვსკის შვილს თბილისში?ზუსტად იმ დროს, როცა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები „გაზპრომთან“ ფარულ მოლაპარაკებას მართავენ და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მედიასაშაულების წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, „თაიმერისთვის“, სანდო წყაროზე დაყრდნობით, ძალიან საინტერესო და მეტ-ნაკლებად, სკანდალური ინფორმაცია ხდება ცნობილი. რაღა თქმა უნდა, გამოჩნდებიან ისეთები, ვინც იტყვიან, ამაში სასკანდალო რა ნახეთო, მაგრამ თავისთავად ყურადსაღებია, რომ თბილისში საიდუმლო ვიზიტით, პრიცნიპში, რუსული სპეცსამსახურების ერთ დროს გავლენიანი ადამიანის შვილი ჩამოდის. მართალია, ეს ადამიანი დღეს ცოცხალი აღარ არის და არც სპეცსამსახურის თანამშრომლობა გადადის მამიდან შვილზე მემკვიდრეობით, მაგრამ ერთი ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს, ეშმაკები სწორედ დეტალებში სხედან.
საქმე კი იმაში გახლავთ, რომ როგორც „თაიმერს“ სანდო წყარომ მოაწოდა ინფორმაცია, არც ისე დიდი ხნის წინ, საქართველოს დედაქალაქში სტუმრად იმყოფებოდა აწ გარდაცვლილი ბორს ბერეზოვსკის შვილი.
მოგეხსენებათ, ბერეზოვსკი, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის მსგავსად, ლონდონში გარდაიცვალა, საქართველოსთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული – ის ოლიგარქ პატარკაციშვილის ბიზნეს-პარტნიორი გახლდათ, თუმცა ვიდრე დიდ ფულს იშოვიდა, სპეცსამსახურში მოღვაწობდა, თან რიგითი თანამშრომელი კი არ იყო, არამედ, მოსკოვის უშიშროებას კურირებდა.
საერთო ჯამში, ბერეზოვსკის ბურუსით მოცული ბეგრაუნდი ქონდა და, როგორც ამბობენ, ის მხოლოდ სახელმწიფო უწყებებთან კი არ თანამშრომლობდა, არამედ, საქმის არც „ქუჩური მეთოდებით“ გარჩევაზე ამბობდა უარს.
ბორის ბერეზოვსკი მედიაბიზნესითაც იყო დაინტერესებული. მართალია, ბოლო დროს „ნაციონალური“ ხელისუფლება მას „შავ ძალად“ მიიჩნევდა, მაგრამ არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია, რომ რამდენიმე წლის წინ, ანუ მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილს პუტინთან ურთერთობა პირველად დაეძაბა, ბერეზოვსკიმ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ძალიან ავანტიურისტული იდეა შესთავზა, რომელიც პირდაპირ მედიას უკავშირდებოდა.
„ზუსტად აღარ მახსოვს, 2005 ან 2006 წელი იქნებოდა, როცა „ნაციონალებმა“ ბერეზოვსკისგან ძალიან საინტერესო მესიჯი მიიღეს. პრინციპში, მე თუ მკითხავთ, ეს მესიჯი 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომის წინაპირობა იყო,“ – ამბობს „თაიმერთან“ საუბრის დროს კარგად ინფორმირებული წყარო.
„თაიმერის“ კითხვაზე, რას ნიშნავს „აგვისტოს ომის წინაპირობა“, წყარო იღიმის და თხრობას განაგრძობს:
„ვიცი, რომ დაგაბნიეთ, მაგრამ შევეცდები, უფრო დალაგებულად მოგიყვეთ, თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და დეტალები, მართალი გითხრათ, კარგად აღარ მახსოვს, თუმცა დეტალები მნიშვნელოვანი არც არის. მთავარი აქ ბერეზოვსკის იდეა იყო, რომლის მიხედვითაც, კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში უნდა შექმნილიყო მძლავრი ელექტრონული მედიასაშაულება, რომლის სარედაქციო პოლიტიკა მთლიანად ანტიპუტნური იქნებოდა. ამ ტელევიზიის მაუწყებლობა ჯერ ამიერკავკასიაში, შემდეგ კი მთელ კავკასიაში უნდა გავრცელებულიყო და მოსახლეობაში პუტინის მიმართ აგრესია უმაღლეს მწვერვალზე აეყვანა,“ – ამბობს „თამერის“ ფარული რესპოდენტი.
მისივე მოსაზრებით, მას შემდეგ, რაც ბერეზოვსკის ეს მესიჯი გახმოვანდა, საქმეში ქართული სპეცსამსახურები ჩაერთვნენ.
„არ ვიცი, ბერეზოვსკისთან კავშირზე „ნაციონალებიდან“ ვინ გავიდა. შეიძლება, ეს გივი თარგამაძეც ყოფილიყო, რადგან თუ გახსოვთ, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ზუსტად მაშინ, როცა „ნაციონალებს“ „იმედზე“ ბადრის ოჯახთან დავა ქონდა, თბილისში, საიდუმლო ვიზიტით ბერეზოვსკი ჩამოვიდა და, როგორც ითქვა, სწორედ თარგამაძემ უმასპინძლა. მაშინ ისიც თქვეს, რომ ბორია რიტუალების სასახლეში ბადრის საფლავზე ღამე მივიდა… ასე იყო თუ ისე, ბერეზოვსკის ატიპუტინური ტელევიზიის შექმნის იდეა რეალობად იქცა და ასე გაჩნდა ქართულ მედიაბაზარზე „პირველი კავკასიური“, რომელსაც, როგორც მთელი ქვეყანა ლაპარაკობდა, ვანო მერაბიშვილი, ანუ შსს აფინანსებდა,“ – იხსენებს „თაიმერის“ თანამოსაუბრე ძველ ამბებს.
სხვათა შორის, ჩვენი წყაროს მონათხრობი რაღაცის ჭეშმარიტებას გავს, მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ „პირველ კავკასიურზე“ გადაცემა პუტინთან დაპირისპირებულ რუს ჟურნალისტს, სანდრო პანფილოვსა და ჯოხარ დუდაევის ქვრივსაც მიყავდათ.
არსებობს ინფორმაცია, რომ ბადრი პატარკაციშვილსა და ბიძინა ივანიშვილს კარგი ურთერთდამოკიდებულება არ ქონდათ. აქედან გამომდინარე, ივანიშვილი, ალბათ, არც ბერეზოვსკისთან მეგობრობდა და აი, აქ კი ლოგიკური ჯაჭვი წყდება, რადგან როგორც „თაიმერს“ უთხრეს, ბერეზოვსკის შვილს იმ ადამიანმა უმასპინძლა, რომელიც ბიძინა ივანშვილთან ძალიან დაახლოებულია.
„ამ ადამიანის სახელს და გვარს არ გეტყვით, მაგრამ იმას კი გაგახსენებთ, რომ ერთ-ერთ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, ამ კაცის შემოქმედების თაყვანისმცემელი ვარო. ჰოდა, როგორც მე გავიგე, ბერეზოვსკის შვილის მასპინძელი სწორედ ეს შემოქმედი ადამიანი იყო და ლამის მთელი საქართველო შემოატარა. ყოველ შემთხვევაში, ვიცი, რომ მცხეთა დაათვალიერებინა,“ – უთხრა „თაიმერს“ თანამოსაუბრემ.
ცნობისთვის: ბერეზოვსკი ოფიციალურად ორჯერ იყო დაოქრწინებული და ექვსი შვილი დარჩა, თუმცა უცნობია, თბილისში მისი რომელი შვილი იმყოფებოდა.
იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილ ოლიგარქთან ივანიშვილს მართლა ცუდი ურთიერთობა ქონდა, ცხადია, არ მოეწონება, რომ ადამიანმა, რომლის შემოქმედებასაც პატივს სცემს, ბორიას შვილს უმასპინძლა, მაგრამ ამ შემოქმედმა თავი შეუძლია, ცნობილი გამონათქვამით იმართლოს: „არაფერი პირადული. უბრალოდ, ბზნესიო.“
P.S. „თამერის“ დაჟინებული თხოვნის შემდეგ, კონფიდნციალურმა წყარომ გაამხილა, რომ მისი ინფორმაციით, ბერეზოვსკის შვილს თბილისში პოეტ დავით მაღაძის ოჯახმა უმასპინძლა.
ესეც ქართული სტუმართმოყვარეობა…
„თაიმერი“

banner
წინა სტატიაში,,თავისუფალი დემოკრატები” უშიშროების სამსახურს ზეწოლაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: კურსის პროგნოზირება შეუძლებელია