ვინ იყიდა ეკონომიკის სამინისტრო?- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თბილისში, ჭანტურიას ქუჩა N12-ში მდებარე შენობა, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროა განთავსებული, ფიზიკურმა პირმა თამაზ მაზიაშვილმა იყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი შენობა დღეს, აუქციონის წესით 9 450 000 აშშ დოლარად გაიყიდა. ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული უძრავი ქონების მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო და ბიჯების უპრეცედენტო რაოდენობა დაფიქსირდა.

აუქციონზე გამარჯვებულად ფიზიკური პირი თამარ მაზიაშვილი გამოვლინდა, რომელიც საპრივატიზაციო ობიექტში 9 450 000 აშშ დოლარს გადაიხდის. ქონების საწყისი ღირებულება 6 000 000 აშშ დოლარს შეადგენდა.

საპრივატიზებო პირობების მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია აღნიშნული თანხა აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს. აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ მომავალი წლის პირველი იანვრიდან 36 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 100-ნომრიანი სასტუმროს შექმნა და ექსპლუატაციაში გაშვება.

აუქციონის პირობების მიხედვით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში არსებული საქვეუწყებო ორგანიზაციების თანამშრომლებს აღნიშნული ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობა მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

 

banner
წინა სტატიაშირუსეთის პატრიარქის სკანდალური განცხადება სომხების მიმართ
შემდეგი სტატიაკიევი-ქუთაისი-კიევის მიმართულებით ხვალ პირველი ავიარეისი შესრულდება