ვინ არის შალვა ჩიგირინსკი და რატომ ფიგურირებს საქმეში ივანიშვილის გვარი

ვინ არის შალვა ჩიგირინსკი და რატომ ფიგურირებს საქმეში ივანიშვილის გვარი

„თაიმერი“ უკვე წერდა იმის შესახებ, რომ პუტინმა რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზბესმენები საქართველოში მსტოვრებად გამოაგზავნა. ამ წერილს, რომელსაც საფუძვლად კულუარული ინფორმაციები ედო, დიდი რეაქცია მოყვა. განსაკუთრებით, ისინი განრისხნდნენ, ვისაც კრემლთან, ან რუსეთის პოლიტიკური ელიტის შედარებით დაბალი რანგის ფრთასთან აქვს კავშირი… „თაიმერი“ რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენების საქართველოში ვოიაჟის თემას აგრძელებს, თუმცა დღევანდელი კულუარული ინფორმაცია ოდნავ განსხვავებულია და საქმე უფრო ფარულ ბიზნესდაპირისპირებასთან გაქვს.

ვინ არის  შალვა ჩიგირინსკი და რატომ ფიგურირებს საქმეში ივანიშვილის გვარი
ამჯერად ლაპარაკია აჭარაზე. კერძოდ, ცნობილია, რომ ბათუმში „აჭარის ფეშენ ვიქი“ უნდა გაიმართოს, რომლის მხარდამჭერიც, როგორც „თაიმერს“ უთხრეს, აჭარის მთავრობაა, თუმცა ჩვენი ინფორმატორი იმასაც ვარაუდობს, რომ აჭარის მთავრობა ამ ღონისძიებაზე ერთ თეთრსაც არ დახარჯავს, ანუ ეს პატრონაჟი ჩვეულებრივი ბლეფია. სინამდვილეში კი, ღონისძიების სპონსორი ისინი არიან, რომლებიც ბათუმში, არაოფიციალური ინფორმაციით, ე.წ. ელიტარულ სახლ PALM APARTMENT-ს ფლობენ.
„ეს სახლი ისე აშენდა, როგორც სასტუმრო, თუმცა მისმა მფლობელებმა „კემპინსკისთან“ მოლაპარაკება ვერ შესძლეს. ამიტომ, შენობას დანიშნულება შეუცვალეს და ცდილობენ, ბინებად გაყიდონ. თუ ეს იდეა გაამართლებს, მაშინ ბათუმს ე.წ. მილიონერთა სახლი ექნებ,“ – ამბობს „თაიმერის“ ინკოგნიტო ინტერვიუერი, რომელიც დასძენს, რომ მილიონერთა სახლში ცუდი არაფერია, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ სახლის ბინადრები შეიძლება, უცხოელი, მაგალითად, რუსი მილიონერები იყვნენ.
რუსეთს ელიტას აჭარისა და, საერთოდ, საქართველოს შავიზღვისპირეთისკენ ლტოლვა დიდი ხანია, აღენიშნება, რასაც წართმეული აფხაზეთი და სოჭიც მოწმობს…
„ვარდების რევლუციამდე“, მაშინ, როცა აჭარის „დიდი მოურავი“ ასლა აბაშიძე გახლდათ, თითქმის მთელმა საქართველომ იცოდა, რომ ავტონომიურ რესპუბლიკაში კერძო საკუთრებას იური ლუჟკოვი ფლობდა, რომელსაც იმ პერიოდში მოსკოვის მერის პოსტი ეკავა.
გარდა ამისა, ასლან აბაშიძეს კარგი ურთერთობა აჭარაში დისლოცირებულ რუსული ჯარების სარდლობასთანაც ქონდა. შესაბამისად, არავის გაკვირვებია, რომ ე.წ. აჭარს რევოლუციის შემდეგ, რომელიც 2004 წლის 6 მაისით თარიღდება, „ბაბუმ“ თავი რუსეთს შეაფარა, თუმცა „თაიმერის“ ინკოგნიტო ინტერვიერი ღიმილით ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა, მალე ბათუმში ასლან აბაშიძის გამოჩენასაც უნდა ველოდოთ.

ვინ არის  შალვა ჩიგირინსკი და რატომ ფიგურირებს საქმეში ივანიშვილის გვარი
„აჭარის ფეშენ ვიქის“ რეალური სპონსპრები ბიძინა ივანიშვილზე გაბრაზებულები არიან,“ – ესეც „თაიმერის“ წყაროს ვარაუდია, რომელიც გამოთქვამს ეჭვს, რომ მოდის კვირეული შირმაა.
„სინამდვილეში, მგონია, რომ ეს ღონისძიება რუსი მილიარდერების საქართველოში ჩამოყვანას ემსახურება, მათ შორის, რუსეთში მცოხვრები ქართველი მდიდრების, თუმცა ყველა არ მოუწვევიათ. მთავარია, ამ მოდის კვირეულს ხიხინაშვილები და ჩიგირინსკები დაესწრნენ. მართალია, ხიხინაშვილები საქართველოში დაიბანდნენ, მგრამ ფული რუსეთში იშოვეს.
რაც შეეხება ჩიგირინსკებს, ამ ოჯახიდან აჭარაში ალბათ, შალვა ჩიგირინსკის ძმისშვილ ჩავა, რომელიც 25 წლამდე ახალგაზრდაა და რომელსაც კრიმინალთა შეხება არსოდეს ქონია, თუმცა ბიძამისს, შალვას საერთაშორისო საფიანსო ჯგუფებთან, როგორც მსმენია, სერიოზული პრობლემები ქონდა. ისიც გამიგია, რომ რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ არსებული მისი ქონება დააპატიმრებული იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ თანხის დახარჯვის უფლება ლიმიტირებულად ქონდა,“ – გამოთქვამს ვარაუდს „თაიმერთან“ საუბრის დროს ინკოგნიტო ინტერვიუერი.
„თაიმერის“ კითხვაზე, რა არის იმაში ცუდი, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები სამშობლოში ჩამოვიდნენ, ინტერვიუერი მოკლედ პასუხობს: „არაფერი“, თუმცა იქვე დასძნეს, რომ სინამდვილეში, საქმე მოდის კვრეულთან კი არა, დიდი ბიზნესთან გვაქვს, რომელიც ბინების გაყიდვას უკავშირდება. „ამიტომ , საზოგადოებას აქვს უფლება, სიმართლე იცოდეს,“ – ამბობს წყარო.
მთელ ამ ამბავში ყველაზე საინტერსო, ალბათ, საქართვლოს ყოფილი პრემიერის გვარის ხსენებაა, ანუ თუ ყოფილ პრემიერსა და „აჭარის ფეშენ ვიქის“ ფინანსურ ლობისტებს შორის დაპირისპირება რეალურად არსებობს, მაშინ გამოვა, რომ საქმე გარკვეულწილად ბიზნესშურისძიებასთან გვაქვს.
ნიკა მელიქიძე

banner
წინა სტატიაშიირინა სარიშვილი–ირაკლი ფირცხალავას მატროსოვიდან გლდანის ციხეში გადაყვანა არის უკანონობა და დანაშაული!!!
შემდეგი სტატიაგიორგი ბარამიძე ბესარიონ ჟვანიასთან ცემის ფაქტს უარყოფს