ვინ არის პოლიციელი ი. ფიფია და რა მოხდა 18 თებერვალს წალენჯიხაში–ძალადობის პიკი წალენჯიხაში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 18 თებერვალს, პოლიციის თანამშრომლებმა საკუთარი სახლიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს მოქალაქე შ. კალანდია. მისი ჩხრეკა ქუჩაში ჩატარდა.

ოქმში, რომელიც პოლიციამ შეადგინა, ნათქვამია, რომ მას ჩხრეკისას საეჭვო ნივთები არ აღმოაჩნდა. პოლიციელებმა შ. კალანდია ჯერ პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში, შემდეგ კი ზუგდიდის ნარკოლოგიურ დისპანსერში შემოწმებაზე გადაიყვანეს. შემოწმების შედეგად მას მარიხუანის შემადგენლობა აღმოაჩნდა.
რადგანაც შ. კალანდიას პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი (ვადის ამოწურვამდე 9 დღე ქონდა დარჩენილი),  რამდენიმე დღის წინ სასამართლომ მას 10 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც თვითმხილველები ყვებიან, პოლიციელი, რომელიც კალანდიას სახლში შევიდა და მას ქუჩაში გაყოლა სთხოვა, ფორმის გარეშე იყო მისული… კალანდიას მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მან კალანდიას ქუჩაში გასაყვანად ეზოსთან მდგარ ფორმიან თანამშრომლებს სთხოვა დახმარება.
კალანდიას დედა, მ. ჯალაღონია, რომელიც შვილს არ ატანდა პოლიციელებს, ფიზიკური ძალის გამოყენებით მოიშორეს.
როგორც შ. კალანდია და მისი ადვოკატი ამბობენ, დაკავების ოქმში მითითებული პოლიციელები, რომლებიც თითქოსდა ესწრებოდნენ დაკავების პროცესს, იქ არ ყოფილან. უფრო მეტიც, ერთ-ერთი პოლიციელი ი. ფიფია იმ დროს, საერთოდ არ იმყოფებოდა რაიონში.

anjela jobava

დაკავებულის ადვოკატის ანჟელა ჯობავას თქმით, „სასაჯელი შესაბამისია,, და მის გასაჩივრებას არ აპირებენ, თუმცა ჯობავა აცხადებს, რომ „წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დარღვეული იქნა პირის ადმინისტრაციულად დაკავების წესი. შესაბამისად უკანონოდ იქნა შედგენილი ადმინისტრაციული დაკავების ოქმი, რომელიც შედგა იმ პირების მიერ, ვინც დაკავებას საერთოდ არ ესწრებოდა.
ჩვენ მოვითხოვეთ ბრალდებულის დაკავების დროს იქ მყოფი მოქალაქეების მიერ ახსნა-განმარტებების და სხვა ინფორმაციის გამოკვლევა, რაც საქმეს წეშმარიტებას მოჰფენდა და დაადგენდა თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები და დაკავებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები… რის შესახებაც პროკურატურაში შევიტანეთ საჩივარი, მაგრამ პროკურატურამ აღნიშნული საკითხი რეაგირების გარეშე დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ შალვა კალანდია აღიარებს თავის დანაშაულს, პრინციპული მნიშვნელობა აქვს პოლიციის თანამშრომლების მიერ დარღვევების, თუნდაც გადაცდომების დაფიქსირებას, იმ მიზეზით, რომ მათ მიერ დაცული იყოს საპროცესო კანონმდებლობა, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანის უფლებების დაცვასთან“ – ამბობს “თაიმერთან” ადვოკატი ანჟელა  ჯობავა.

იმედია ,შინაგან საქმეთა სამინისტროს   წარმომადგენლები დაინტერესდებიან თუ რა ვითარებაში, რა ფორმით  განხორციელდა შ. კალანდიას დაკავება. პროცედურის უგულველყოფა რომ უკვე ნორმად იქცა მგონი ამაზე არავინ დაობს. სხვათაშორის მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე ხნის წინ შინაგან საქემეთა მინისტრის განცხადება:

 “როცა პოლიციელების მხრიდან გადაცდომა ხდება, ამას პროკურატურას გადავცემთ ხოლმე და ის იძიებს, ვერ მეტყვით ვერც ერთ ფაქტს, რომელსაც ხელი დავაფარე ან პროკურატურას არ გადავუგზავნე. ზოგზე გამოძიება მიმდინარეობს. თუ ამაზე ფიქრობენ, რომ მე ხელი დავაფარე და პროკურატურას არ გადავუგზავნე, ვერ დავეთანხმები.”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელების გადაცდომების შესახებ კომენტირებისას.

banner
წინა სტატიაშიგიგლა აგულაშვილი – ადამიანები, რომლებიც არიან ღირსეულები და პროფესიონალები, სამინისტროში მუშაობას გააგრძელებენ
შემდეგი სტატია„მთავრობის შემადგენლობა არ შეიცვლება,“ – მმართველი გუნდი მთავრობას ნდობას გამოუცხადებს