“ვინ არის ეს ადამიანი? ვინ აირჩია? რა უნდა? რატომ ილანძღება?”

გადაცემა არჩევანთან გიგი უგულავა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ მას მუდმივად ექნება ლეგიტიმურობის პრობლემა. უგულავას პრემიერის მოქმედებები არ მოსწონს და იმ მიზეზებსაც ხსნის რატომ აქვს მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილთან პრეტენზიები და არა ირაკლი ღარიბაშვილთან.

„ეს კაცი დადის, იბღინძება, ყველას აგინებს. რატომ – კაცმა არ იცის. ბუნებრივია, მოქალაქეებს გაუჩნდებათ განცდა ვინ არის ეს ადამიანი? ვინ აირჩია? რა უნდა? რატომ ილანძღება? მის ქმედებას ყოველთვის ექნება ლეგიტიმურობის პრობლემა, ის ხომ ფორმლურადაც არავის აურჩევია. იცოდა ვინმემ ამ ადამიანის შესახებ რამე? ხალხმა ივანიშვილი აირჩია და ხალხი დღეს ითხოვს ბიძინა ივანიშვილს,“ – აცხადებს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილის ხელისუფლებას აქვს ნულოვანი პერსპექტივა” – გიგი უგულავა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა არის გარანტი, რომ ივანიშვილის ხელისუფლება წავა ხელისუფლებიდან”